ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

დისკუსია თემაზე: ფემიციდი საქართველოში

დისკუსიები

რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მკვლელობამ საქართველოში ქალებზე ძალადობის საგანგაშო ტენდენციას გაუსვა ხაზი.

22 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება დისკუსია ფემიციდზე საქართველოში. ვისაუბრებთ ქალთ მოძულეობის უკიდურეს ფორმებში გამოხატვის მძლავრ ტენდენციაზე, ასევე - სამოქალაქო პასუხისმგებლობის კრიზისისა და ქალთა უფლებების სისტემატურად შელახვის შესახებ. საგანგაშო სტატისტიკა საზოგადოებაში ქალთა თანასწორუფლებიანობის, ოჯახის ინსტიტუტის, სახელმწიფოს ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის გარშემო ფართო საზოგადოებრივ განხილვას გვავალდებულებს. ზემოხსენებული დისკუსიაც სწორედ აღნიშნულ თემებზე მსჯელობის წახალისებას ემსახურება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები. დასწრება თავისუფალია.

დრო: 22 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები