ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

დისკუსია თემაზე: ევროასოცირების ხელშეკრულება

დისკუსიები

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში აღმოსავლეთ ევროპისა ცენტრალური აზიის აკდემიური ჟურნალის - JEECAR (Journal of Eastern European and Central Asian Research) -  მიერ ვენაში ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება დისკუსია ილიაუნის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობით. დისკუსიის თემაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ევროასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სავაჭრო და პოლიტიკური პერსპექტივები თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვენიდან დისკუსიაში ჩაერთვებიან ხსენებული ქვეყნების ელჩები კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (საქართველო), ანდრეი პოპოვი (მოლდოვა) და იგორ პროკოფჩკი (უკრაინა). პანელის მოდერატორია თომას ჰანსონი.

დისკუსიაში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა სპეციალსტებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: business@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები