ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ზამთრის სკოლა თემაზე: „კონსტიტუცია და უსაფრთხოება“

ახალი ამბები

19-20 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე ჩატარდა ზამთრის სკოლა თემაზე „კონსტიტუცია და უსაფრთხოება. სკოლის მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ურთერთდამოკიდებულების განხილვა და მისი შედარება ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებასთან.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები. სკოლას უძღვებოდნენ: დავით სიხარულიძე, ლაშა დარსალია, ლევან ალაფიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი მუმლაძე, გიორგი ნონიაშვილი.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის სამართლის სკოლის დეკანსა და ყველა თანამშრომელს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ღონისძების განხორციელება; ასევე - მომხსენებლებსა და მონაწილეებს, მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მომავალშიც გეგმავს, სტუდენტებს შესთავაზოს მოკლევადიანი სასწავლო კურსები მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ბანერები