ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება“ – ვებინარი

ახალი ამბები

16 თებერვალს პლაგიატის პრევენციის კვირეულთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება“, რომელსაც უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი.

მომხსენებელმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებულ დეტალებზე: სად გადის ზღვარი ეთიკურ გამოყენებასა და აკადემიურ გადაცდომას შორის, როგორია უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები, რატომ არის რთული ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დეტექცია ან საერთოდ გვჭირდება თუ არა ის?

ვებინარს ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ვებინარი მომზადდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში.

2024

ბანერები