ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული თარგმანის პრეზენტაცია და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ილიაუნიში

ახალი ამბები

29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  ორგანიზებით გაიმართა წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული თარგმანის პრეზენტაცია და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ ქართული თარგმანის  პრეზენტაციას, რომელიც  კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი გიორგი გვალია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გიორგი ოდოშაშვილი.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციასა და პოსტერების კონკურსს „ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“. მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რომლებიც ეხება ევროპული პოლიტიკის, ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე გამოწვევებს.

საუკეთესო მოხსენებების და პოსტერების ავტორებს გადაეცათ წიგნის სახლის „ლიგამუსი“ ვაუჩერები. 

2025 წელი 

 

ბანერები