ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვიზიტი ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაისურაძემ ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია „ინვესტიციის დაცვის მექანიზმების“ შესახებ. აღნიშნულ ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

ლექციაზე განხილული იქნა საკორპორაციო სამართლის რეგულაციისა და დერეგულაციის გავლენა ისეთ მექანიზმებზე, როგორიცაა: მინიმალური საწესდებო კაპიტალი, კორპორაციული საფარველის გაჭოლვა და უპირატესი შესყიდვის უფლება.


ბანერები