ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვადები და პროცედურები - სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

ახალი ამბები

სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღება  იწარმოებს  2016 წლის 22 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C309 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #32 - შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან).

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) 2016 წლის C ტიპის სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
თ) რეზიუმე (CV);
შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

2. 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისათვის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებია: წერითი გამოცდა (ინგლისური ენის გამოცდა - B2, კაზუსი, ესე), გასაუბრება.

3. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2016 წლის 6 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.

4. შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2016 წლის 14 სექტემბერს.

5. მაგისტრანტობის კანდიდატთა საპრეტენზიო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 15, 16 და 19  სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

6. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გასაუბრება შედგება 2016 წლის 20-21 სექტემბერს.

7. 2016 წლის 21 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება გამოცდებგავლილ კანდიდატთა  შეფასებები მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით და რეიტინგული სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

8. იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება 2016 წლის 22 სექტემბერს (ძირითადი სია) და 23 სექტემბერს (სათადარიგო სია), 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C309 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #32 - შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან).

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის წერითი გამოცდა ჩატარდება 2016 წლის 6 სექტემბერს, 12:00 საათზე, C411 და C414 აუდიტორიებში. შესაბამისი აუდიტორიის დასადგენად იხილეთ თანდართული ფაილი (აუდიტორიებში განაწილებული სტუდენტების სია მათი პირადი ნომრების მითითებით).

გამოცდაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საწერი კალამი.

კაზუსისა და ესეს  წერითი გამოცდის თარიღსა და განრიგს გაგაცნობთ 6 სექტემბერს.

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები წერითი გამოცდა (კაზუსი და ესე) ჩატარდება 2016 წლის 8 სექტემბერს  12:00 საათზე C 403 აუდიტორიაში.

წერით გამოცდაზე გამსვლელი  სტუდენტები  იხილეთსია:

შენიშვნა: კაზუსისა და ესსეს წერის დროს შესაძლებელია იქონიოთ საქართველოს კონსტიტუცია. ასევე იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საწერი კალამი.




ბანერები