ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

TUTA Writer-in-Residence პროგრამა - განცხადებების მიღება იწყება

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ის საელჩო წარმოგიდგენთ 2024 წლის TUTA Writer-in-Residence პროგრამას თბილისში. მოცემული ინიციატივა ნაწილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტისა  ,,საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“.  პროგრამის მასპინძელია საქართველოს ეროვნული ფონდი, ხოლო მხარდამჭერი - საქართველოს პენცენტრი და აშშ-ის საელჩო.

რეზიდენციის მისაღებად ქართველმა მწერლებმა, რომლებიც არ უნდა იყვნენ ახალბედა მწერლები, უნდა შეავსონ განაცხადი. სამიზნე თემაა „მეხსიერება, მემკვიდრეობა და ხვალინდელი დღე“.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეს, გაიგოს უფრო მეტი თბილისის მდიდარი კულტურული ლანდშაფტის შესახებ, განავითაროს  წერითი უნარები გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით და წვლილი შეიტანოს ლიტერატურული საზოგადოების განვითარებაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 იანვარი, 24:00 საათი

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

საკონტაქტო ელ-ფოსტა: tutaresidency@gmail.com.

2023

ბანერები