ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი: „ფსიქოლოგიური შეფასება - ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი 2016 წლის 8, 9, 15, და 16 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ჩაატარებს ტრენინგკურსს: „ფსიქოლოგიური შეფასება - ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი“. მოცემული ტრენინგი დასრულდება გამოცდით. გამოცდის თარიღი დაზუსტდება მუშაობის პროცესში. 

ტრენინგკურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ რთული ქცევის მქონე პირებთან. ტრენინგკურსის დროს გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები: ლექცია, ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები, ვიდეოშემთხვევების განხილვა, საშინაო დავალების მომზადება, ტესტირება ტრენინგის დასასრულს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდებათ შესაბამისი რიდერები და დავალებები.

პროგრამის მიზანია:

  • ქცევაზე დაკვირვების და მონაცემების აღრიცხვის ტექნიკების გაცნობა/სწავლება;
  • ქცევის ფუნქციური ანალიზის მნიშვნელობის განმარტება და ფუნქციური ანალიზის ჩატარებისთვის აუცილებელი მეთოდების შესწავლა;
  • მონაცემების დათვლის პრინციპების სწავლება.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:

  • ქცევაზე დაკვირვების ტექნიკები;
  • დაკვირვების მეთოდები, ჩაწერის სახეები;
  • ქცევის ფუნქციური ანალიზის რაობა, მისი ჩატარების პრინციპები;
  • ქცევის გაზომვის პროცედურები;
  • მონაცემთა ვიზუალური ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდება თინათინ ჭინჭარაულის სუპერვიზიით.

თინათინ ჭინჭარაული - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქცევის სერტიფიცირებული ანალიტიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი; ბავშვის განვითარებისა და განვითარების დარღვევების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი.

ტრენინგს გაუძღვებიან:

სალომე მაზმიშვილი - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.

თამარ სეხნიაშვილი - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის ცენტრის ქცევითი თერაპევტი, ქცევის გამოყენებითი ანალიზის BCaBA დონის დისტანციური სწავლების კურსდამთავრებული.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/uUcKV3
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი

კურსის ხანგრძლივობა: 20 სთ
ღირებულება: 350 ლარი
დრო: 8, 9, 15, 16 ოქტომბერი, 10:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი ( ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები