ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი Educate the Educators

ახალი ამბები

13-14 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგკურსი Educate the Educators.

ტრენინგი განკუთვნილი იყო სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მეშვეობით აკადემიური პერსონალის გადამზადებას, რათა მათ წარმატებით შეძლონ ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ასახვა სასწავლო კურიკულუმებში.

ტრენინგი დაფუძნებული იყო პრაქტიკულ ვორკშოპებსა და სავარჯიშოებზე და მოითხოვდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, რათა მათ გამოემუშავებინათ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა და ხედვა.

ტრენინგს უძღვებოდა ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი.

ტრენინგები გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და მას კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები