ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში ხორციელდება პროექტი: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა [PITA]“. პროექტის ფარგლებში  2018 წლის 10-11 მარტს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, გაიმართება ტრენინგი ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/FFkFQJ

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 მარტი.

ტუტორების სკოლის შესახებ

ტუტორების სკოლას ახორციელებს ფონდი ALPE  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]“ ფინანსური თანამონაწილეობით.

ბანერები