ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი ქუთაისელი პედაგოგებისთვის – ილიაუნის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

ახალი ამბები

24  მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ტრენერმა ეკა ტყავაშვილმა ქალაქ ქუთაისის საშუალო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართა.

ტრენინგის თემა: „განმავითარებელი შეფასება“.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის 70- მა პედაგოგმა, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსი საქართველო • Kings Georgia-სთან ოლიმპიადებში.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან" თანამშრომლობით განხორციელდება თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. ამ ეტაპზე განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. სულ ტრენინგს პროგრამის პირველ ეტაპზე 800 პედაგოგი გაივლის.

საჯარო სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო  ფორმის შევსებით გამოხატონ პროექტში ჩართვის სურვილი. რეგისტრაცია 2018 წლის 31 მაისის  ჩათვლით გაგრძელდება. ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/14V2a4 
ან 
დაგვიკავშირდით ტელეფონზე(+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები