ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი პროექტების განვითარებაში

ახალი ამბები

23 მარტს იწყება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის - Project Actors Capacity Training in Caucasus (PACT) - ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგი საპროექტო განაცხადის მომზადებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავს შერჩეული კანდიდატებისთვის საპროექტო განაცხადის შესამუშავებლად საჭირო ცოდნის გადაცემასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ საკუთარ საპროექტო იდეაზე, დახვეწონ და მოამზადონ საპროექტო განაცხადი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო და პერსპექტიული პროექტები ჩაერთვება მენტორობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ავტორები მიიღებენ პროფესიულ რჩევებს უცხოელი მენტორებისგან.

ტრენინგის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს კოპენჰაგენის (დანია) საუნივერსიტეტო კოლეჯის წარმომადგენელი.

ტრენინგი მოიცავს დასაწყის და დასკვნით სამდღიან სემინარებს და ოთხ შუალედურ ონლაინ-სესიას შემდეგი განრიგით:

საწყისი სემინარები - 23-25 მარტი, 2015
I ონლაინ-სესია - 15 აპრილი, 2015
II ონლაინ-სესია - 29 აპრილი, 2015
III ონლაინ-სესია - 13 მაისი, 2015
IV ონლაინ-სესია - 3 ივნისი, 2015
დასკვნითი სემინარები - 15-17 ივნისი, 2015

ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობებია:

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
  • მაღალი ICT კომპეტენცია
  • საპროექტო იდეა

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, 2015 წლის 13 მარტამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (development@iliauni.edu.ge) გამოაგზავნოთ აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • ინგლისურენოვანი CV
  • მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მოკლედ იქნება ახსნილი თქვენი საპროექტო იდეა (მაქს. 300 სიტყვა)

შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - შეირჩევა მაქსიმუმ 7 კანდიდატი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განვითარების სამსახური
ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 106
ელფოსტა: development@iliauni.edu.ge
ტელ.: (995) 32 2141355

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები