ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის

ახალი ამბები

2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში ხორციელდება პროექტი: „ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოსგაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში“, რომელიც დაფინანსებულია ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 10-12 თებერვალს, მცხეთაში, სასტუმრო „მცხეთა პალასში“ ტარდება ტრენინგები „ტუტორების სკოლის“ მონაწილეთათვის.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/FFkFQJ

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 5 თებერვალი.

ტუტორების სკოლის შესახებ

„ტუტორების სკოლას“ ახორციელებს ფონდი ALPE, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფინანსური თანამონაწილეობით.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ბანერები