
ახალი ამბები
19 მაისი, 2022

ღონისძიებები
19 მაისი, 2022

ახალი ამბები
ტრენერთა ტრენინგი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ახალი ამბები
2019 წლის 15-17 ოქტომბერს პროექტის „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში PRINTEL“ ფარგლებში (ERASMUS+) ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი.
შეხვედრის მიზანი იყო ღია წვდომის საგანმანათლებლო რესურსების (Open Educational Resources) შექმნის პროცესის აღწერა და გაცნობა. თეორიულ საკითხებთან ერთად მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ სტუდიაში.
მონაწილეები კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესორთა და მასწავლებელთა ტრენინგების მეშვეობით.
გალერეა