ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის პირობები 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდასაუნივერსიტეტო  გამოცდის პირობები

განისაზღვრა შემდეგნაირად:

„თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ - იხილეთ აქ.  

საბაკალავრო პროგრამებზე: კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი); კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი), კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა); ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) - მობილობის წესით მიღების მიზნით, ჩატარდება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა, რომელიც ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

მათემატიკა - მისაღებ გამოცდაზე კანდიდატთა შეფასება ეფუძნება მათემატიკური აზროვნებისა და ფუნდამენტური პრინციპების ფლობის დონეს. სტუდენტებს მოეთხოვებათ ელემენტარული ალგებრის სტანდარტული ოპერაციების, ფუნქციათა თვისებებისა და მათემატიკური ანალიზის საწყისების ცოდნა. მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ალგებრული გარდაქმნები, ფუნქციის ზღვარი. წარმატებული შეფასებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ თეორიული ცნებების გააზრება, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების უნარი ტიპური მათემატიკური ამოცანების გადაჭრისას. მაქსიმალური ქულა - 5, მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

დაპროგრამება - დაპროგრამების მიმართულებით კანდიდატთა შეფასების მთავარი კრიტერიუმია ალგორითმული აზროვნება და პროგრამული კოდის აგების ფუნდამენტური პრინციპების ცოდნა. სტუდენტებს მოეთხოვებათ დაპროგრამების ელემენტარული კონსტრუქციების — ცვლადების, მონაცემთა ტიპების, პირობითი ოპერატორებისა და ციკლების — გამოყენების უნარი. მნიშვნელოვანია ამოცანის ლოგიკურ თანმიმდევრობად დაშლისა და პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების მოძიების ნიჭი. გამოცდა მიზნად ისახავს იმ ბაზისური მზაობის დადგენას, რომელიც აუცილებელია ალგორითმების სტრუქტურული გააზრებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის შემდგომი ეტაპების ასათვისებლად. მაქსიმალური ქულა - 5 მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

მოტივაცია - მოტივაციის გამოვლენის მიზნით, კანდიდატმა უნდა ისაუბროს პროგრამისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ სამომავლო პროფესიული/კარიერული ზრდის პერსპექტივიდან. მაქსიმალური ქულა - 5 მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

საბაკალავრო პროგრამებზე: სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ქართულენოვანი), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) მობილობის წესით მიღების მიზნით, ჩატარდება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა, რომელიც ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

მათემატიკა - მისაღებ გამოცდაზე კანდიდატთა შეფასება ეფუძნება მათემატიკური აზროვნებისა და ფუნდამენტური პრინციპების ფლობის დონეს. სტუდენტებს მოეთხოვებათ ელემენტარული ალგებრის სტანდარტული ოპერაციების, ფუნქციათა თვისებებისა და მათემატიკური ანალიზის საწყისების ცოდნა. მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ალგებრული გარდაქმნები, ფუნქციის ზღვარი. წარმატებული შეფასებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ თეორიული ცნებების გააზრება, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების უნარი ტიპური მათემატიკური ამოცანების გადაჭრისას. მაქსიმალური ქულა - 5, მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით კანდიდატთა შეფასება ფოკუსირებულია ტექნიკურ ინტუიციასა და ფიზიკური გარემოს ფუნდამენტურ აღქმაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ელემენტარული მექანიკის პრინციპების ფლობა, რაც მოიცავს ძალთა წონასწორობის, დატვირთვისა და მარტივი კონსტრუქციების მდგრადობის საბაზისო გააზრებას. მნიშვნელოვანია გეომეტრიული პარამეტრების (ფართობი, მოცულობა) სწრაფად გამოთვლის უნარი და ძირითადი სამშენებლო მასალების თვისებების შესახებ ზოგადი წარმოდგენა. გამოცდა მიზნად ისახავს იმ სივრცითი აზროვნების შემოწმებას, რაც აუცილებელია საინჟინრო ნახაზებისა და კონსტრუქციული ამოცანების ანალიზისთვის. მაქსიმალური ქულა - 5, მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

მოტივაცია - მოტივაციის გამოვლენის მიზნით, კანდიდატმა უნდა ისაუბროს პროგრამისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ სამომავლო პროფესიული/კარიერული ზრდის პერსპექტივიდან. მაქსიმალური ქულა - 5 მინიმალური გამსვლელი ქულა - 3.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება შესაბამისი პროგრამის სწავლების ენაზე

2026

ბანერები