ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტელდერსის სახელობის შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში

ახალი ამბები

ამა წლის 22-25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. გუნდის შემადგენლობაში შედიან საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მარიამ ორჟონია და ანი მუხიგულაშვილი, ასევე სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ნოზაძე. მათ კონკურსის წესების შესაბამისად მოამზადეს და წარადგინეს მოსარჩლისა და მოპასუხის პოზიციები (მემორანდუმები).

გუნდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა კონკურსის ეროვნულ რაუნდში; 23 მაისს შეხვდნენ ესპანეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებს, 24 მაისს  კი _ ჩეხეთისა და დანიის უნივერსიტეტებს. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდი აღნიშნული შეჯიბრისთვის მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ გოლეთიანმა.

ტელდერსის სახელობის შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში 1997 წელს დაარსდა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან შეჯიბრად მიიჩნევა. ყოველწლიურად კონკურსში ევროპის 40-ზე მეტი უნივერსიტეტია ჩართული. იმიტირებული პროცესის დასკვნითი ეტაპი ჰააგაში იმართება.

ბანერები