ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თამაშის განვითარების მსოფლიო ჩემპიონატი აცხადებს სტუდენტური თამაშების ჯილდოს

ახალი ამბები

თამაშების განვითარების მსოფლიო ჩემპიონატმა (https://thegdwc.com/) აუტოდესკთან (AUTODESK) ერთად გამოაცხადა სტუდენტური თამაშების ჯილდო, რომელიც ახალი კატეგორიაა და განკუთვნილია უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისათვის.

კონკურსის მიზანია ცნობადობის გაზრდა თამაშების შემქმნელთა გლობალურ საზოგადოებაში და აღიარება თამაშების ინდუსტრიის პროფესიონალებისგან.

სტუდენტური თამაშების ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა ჯგუფს, რომელთაგანაც შეირჩევა გამარჯვებულები – ხუთი საუკეთესო გუნდი.

მონაწილეობა უფასოა. კონკურსი ჩატარდება ონლაინ.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3BOThyQ

გისურვებთ წარმატებას!

2021 წელი

 

ბანერები