სწავლის საფასურის დასაფინანსებლად თბილისის მერიაში განაცხადების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თბილისის მერიაში მიმდინარეობს განცხადებების მიღება სტუდენტთა სწავლის დასაფინანსებლად. პროგრამა განკუთვნილია თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შშმ) და მრავალშვილიანი ოჯახის წევრ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე.
სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.
დაფინანსება გაიცემა სემესტრულად და შეადგენს სემესტრში არაუმეტეს 1 125 ლარს. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
განცხადებები მიიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მის.: ჟ. შარტავას ქ. №7), ასევე თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/news/15067
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის : 0 32 2 378455მრავალშვილიანი ოჯახის
- წევრებისა და შშმ სტუდენტებისთვის: 0 32 2 378235
2026