ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

ახალი ამბები

16 და 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრში (ოთახი F106) გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებისთვის, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ატარებს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს. აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ საკონსტიტუციო დავებში.

გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი პრიზები:

პირველი ადგილი - პლანშეტი გუნდის თითოეულ წევრს (საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში უკონკურსოდ მოხვედრა, თუ ინგლისურს ჩააბარებენ);

მეორე ადგილი - 100 ლარის ღირებულების წიგნები გუნდის თითოეულ წევრს.

პროექტში მონაწილე ყველა პირს, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად: მონაწილეებმა უნდა დაარეგისტრირონ გუნდები 3 წევრის შემადგენლობით, ელექტრონული ფორმით. რეგისტრაციისას, განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (conlaw@iliauni.edu.ge) გაგზავნეთ შეტყობინება - გუნდის წევრებისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (სახელები, ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართები)

აპლიკანტების რეგისტრაცია სრულდება 27 ოქტომბერს

მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge

საკონსულტაციო შეხვედრის დრო: 16 და 23 ოქტომბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ოთახი F106, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

დამატებითი ინფორმაცია ოლიმპიადის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ აქ.

ბანერები