ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური კონფერენცია - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

ახალი ამბები

16-17 აპრილს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო ატარებს კონფერენციას - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვთ ყველა საფეხურის სტუდენტებს. საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს, ასევე - საქართველოში ტურიზმის განვითარების ინოვაციურ იდეებს, მარკეტინგულ მეთოდებს, ტურიზმის პროგნოზირების მეთოდებს, კვლევებსა და ტურიზმისეკონომიკურ მოდელებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. 
საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში ”ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ან ეწვიეთ ვებგვერდს: www.gnta.ge/conference

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები