ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Startup School – გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად

ახალი ამბები

21 ნოემბერს, გლობალური მეწარმეობის კვირეულისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერთდღიანი ინტენსიური სტარტაპ ბუთქმეფი სკოლის მოსწავლეებისთვის.

Startup School ბუთქემფის მიზანი იყო განევითარებინა სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეეწყო მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და შეესწავლათ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეებს მენტორობა გაუწიეს ფაბლაბ ილიაუნისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის თანამშრომლებმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-4 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ბუთქემფი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები