ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტარტაპ გრაინდის შეხვედრა ქართველი სტარტაპერის, ჯორჯ არისონის მონაწილეობით

ახალი ამბები

6 აგვისტოს ტერმინალის სივრცეში გაიმართა სტარტაპ გრაინდის მორიგი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა სან ფრანცისკოში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმე და სტარტაპერი ჯორჯ არისონი - ირაკლი არეშიძე.

ჯორჯმა დააარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო და წელს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად მოსალოდნელია აღნიშნული რიცხვის საგრძნობი ზრდა.

Shift არის გაყიდვების ონლაინპლატფორმა მეორადი მანქანებისთვის. Shift-მდე, 2007 წელს, არისონი იყო თანადამფუძნებელი Taxi Magic-ისა, რომელიც დღესდღეობით ცნობილია, როგორც Curb. ეს კი ტაქსის სერვისის ონლაინაპლიკაცია იყო Uber-მდე.

ჯორჯი მუშაობდა Google-ში პროდუქტის მენეჯერად, სადაც მან ცოდნისა და მნიშვნელოვანი კავშირების შეძენა შეძლო. იგი ასევე იყო ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი.

შეხვედრაზე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, მოესმინა სამეწარმეო სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე ქართველი სტარტაპერისთვის, რომელმაც მათ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკული რცევები გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ ილიაუნი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც ამერიკის საელჩოსთან, გუგლსა და ჯიტასთან ერთად Startup Grind ღონისძიების პარტნიორი და სპონსორია.

სტარტაპ გრაინდი ცნობილია როგორც პრესტიჟული, მასშტაბური და საერთაშორისო ღონისძიება მსოფლიო დონის მოწვეული სტუმრებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში სწორედ ილიაუნი ქმნის თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის ეკოსისტემას.

ბანერები