ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (1+4) პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის

ახალი ამბები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს სტაჟირების საპილოტე პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (1+4) პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის. სტაჟირების საპილოტე პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. 
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სამთვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. 

სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონცეფცია იხილეთ ბმულზე.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 10.04.2017
ადგილების რაოდენობა 60

სტაჟიორის უფლება-მოვალეობები: 

  • დადგენილ ვადებში შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალება;
  • გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სპეციფიკას;
  • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დაესწროს/მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
  • სამუშაო პროცესის ხარვეზის/ნაკლოვანების აღმოჩენისას ხელმძღვანელს შესთავაზოს მათი გადაწყვეტის საშუალებები.

ენების ცოდნა

  • ქართული ენა
  • მშობლიური ენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო“ ერთწლიანი პროგრამა;
  • იყოს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (1+4) პროგრამით“ მოსარგებლე და ირიცხებოდეს ბაკალავრიატის III-IV კურსზე, მაგისტრატურაში; ან იყოს ბაკალავრიატის/მაგისტრატურის კურსდამთავრებული;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოტივირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია

  • კონკურსის ეტაპები: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს განაცხადისფორმა და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

საკონტაქტო ტელეფონი ნომერი: 591 300 036 / 596 201 030 

გთხოვთ, 2017 წლის 10 აპრილამდე შეავსოთ განაცხადის ფორმა.

ბანერები