ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება 2025 წლის 13 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. 

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მაგისტრებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №260 (17.07.2025 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს. დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე  სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში (https://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo&csrt=4762542918182235823).

გაითვალისწინეთთუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2025 

 

ბანერები