სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადება
ახალი ამბები
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და პროფესიული თემი შეშფოთებული ვართ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო, რომლის შედეგადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები და სოციალური მუშაობის კვლევითი ცენტრი იხურება. ამას მოწმობს თავად ილიას უნივერსიტეტის განცხადებაც, რომლის მიხედვით ეკრძალებათ სტუდენტების მიღება სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას საქართველოში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მრავალი სოციალური პრობლემა უმწვავესად დგას -
- სიღარიბე,
- ოჯახში ძალადობა,
- ბავშვთა და ხანდაზმულთა დაცვის საკითხები,
- შშმ პირთა მხარდაჭერა,
- ფსიქოსოციალური სერვისების გაძლიერების საჭიროება.
სოციალური მუშაკების კვალიფიციური კადრების მომზადება უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და არა შეზღუდვის ობიექტი. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „შრომის ბაზრის ანალიზი“ გამოყენებულია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით კვოტების შემცირების გასამართლებლად ისე, რომ სოციალური მუშაობის პროფესიის სპეციფიკა და რეალური საჭიროებები სრულად იგნორირებული და გაუზრებელია. სოციალური მუშაობა არ არის მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჯარო სერვისი, რომლის დასუსტება პირდაპირ აისახება ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებზე.
ჩვენ უკვე წლებია ხმამაღლა ვსაუბრობთ სოციალური მომსახურებების სისტემაში კადრების კრიტიკულ დეფიციტზე, მაღალ დატვირთვასა და პროფესიულ გადაწვაზე, რაც თავად სახელმწიფოს მიერაც არა ერთხელ იქნა აღიარებული. სოციალური მუშაკების რაოდენობის შემცირება ან აკადემიური სივრციდან სოციალური მუშაობის პროგრამის გაქრობა ილიას უნივერსიტეტში კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ კრიზისს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის აკადემიურ და პრაქტიკულ მომზადებას, ამზადებდა კვალიფიციურ კადრებს, ხოლო სოციალური მუშაობის კვლევითი ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პროფესიის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. პროგრამებისა და კვლევითი ცენტრის დახურვა წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სისტემურ დარტყმას სოციალური დაცვის სფეროსთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს:
გადახედოს სოციალური მუშაობის პროგრამების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას;
უზრუნველყოს სოციალური მუშაობის, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროფესიის, მხარდაჭერა;
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართოს პროფესიული ასოციაციები და დარგის წარმომადგენლები.
სოციალური მუშაკების პროფესია ემსახურება ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს. ამ პროფესიის შესუსტება ნიშნავს საზოგადოების სოციალური დაცვის სისტემის დასუსტებას.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც მოკლევადიან და ფორმალურ მიდგომას, რომელიც ვერ პასუხობს ქვეყნის რეალურ სოციალურ საჭიროებებს.
ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოვითხოვთ, რომ განათლების რეფორმა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ზოგად სტატისტიკურ მაჩვენებლებს, არამედ სოციალური საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს.
მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს ილიას უნივერსიტეტში!
1.ნანა გოჩიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
2.ქეთევან ხუციშვილი - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
3. შორენა მჭედლიშვილი - პრობაციის ეროვნული სააგენტო
4. ნინო რეხვიაშვილი - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
5. ნათია გულიაშვილი -საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
6.ნინო მჭედლიშვილი - სსიპ დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
7. მარიკა ტყეშელაშვილი - ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრი-სინერგია
8. თამარ შარიფაშვილი - ასოციაცია სოს ბავშვთა სოფელი
9. ვანო შუღლიაშვილი - სოციალური მუშაკი
10. ნელი აკობია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11.მარიამ ბანძავა - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.
12. სოფიო ბუბაშვილი - SOS ბავშვთა სოფელი
13. მაგდა მოდებაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. ელენე ელბაქიძე - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15. ნათია ალიაშვილი - სოციალური მუშაობის მაგისტრი
16. რუსუდან ასათიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
17. ნინო მიქიაშვილი - სტუდია ეიდისი
18. ხვიჩა პოსოშვილი - ილიაუნი
19. თამარ ჭიღლაძე - ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
20. თიკო ცხოვრებაძე - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი
21. ნათია ქადაგიშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
22. გიორგი თოფურია - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
23. ნონა ჩაჩანიძე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
24. ქეთევან ლეკიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, SOS ბავშვთა სოფელი
25. ანი ასლანიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
26. ნინო ტაბიძე - სოციალური მუშაკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
27. მაია ბოჭორიშვილი - ადგილობრივი თვითმმართველოვა
28. ელა ბაკურიძე - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
29. სალომე ბანძავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
30. ნანა შედანია - SOS ბავშვთა სოფელი
31. სალომე აბულაშვილი - ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"
32. შორენა ზედგინიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია/ილიას უნივერსიტეტი
33. მერი ხობუა - თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
34. ზიზილო დანჰელკოვა დაუსაქმებელი
35. ანა ლომთაძე - კენ-ვოლკერის კლინიკა
36. თინათინი წერეთელი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, სოციალური მუშაკი
37. სოფიო ბაჩილავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
38. სოფიკო ხვთისიაშვილი - სოციალურ მუშაკთა პროფკავშირი “სოციალურ მუშაკთა გაერთიაება”
39.ეკატერინე გიორგაძე -ფსიქოკონსულტანტი
40. ანა სიხარულიძე - სახ ზრუნვის სააგენტო
41. ნათია გასვიანი - ილიაუნი
42. მარიამ მჭედლიშვილი - სოციალური მუშაკი
43. ინგა ჯვარშეიშვილი - sos ბავშვთა სოფელი
44. Მარინა შაღაშვილი - ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲐ SOS ᲑᲐᲕᲨᲕᲗᲐ ᲡᲝᲤᲔᲚᲘ
45. გურანდა თეთრაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
46. თეა ახალკაცი-ნიჟარაძე - მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი
47. ირმა ბებერაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
48. ნინო რუხაძე - თსუ მოწვეული ლექტორი, ილიაუნის დოქტორანტი
49. ნინო ბოჭორაძე - საქართველოს კარიტასი
50. მარი წერეთელი - სტუ
51. მარინე მღებრიშვილი - საზოგადოება ბილიკი
52. ნატა შარიქაძე - თვითდასაქმებული- კერძო/დამოუკიდებელი სოციალური მუშაკი; სოციალური პოლიტიკებისა და სერვისების მაგისტრანტი - ტურინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალია
53.ჯანა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
54 ქეთევან კალანდაძე მაგისტრი სოციალური მუშაკი
55 ნანა აღაპიშვილი ასოციაცია ნდობა
56 Marina Bedmanikashvili თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი
57 ელენა კობიძე ააიპ "ხელი ხელს"
58 რუსუდან მელიქიძე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
59 თამარ ტალახაძე სოციალური მუშაკი
60 თამარ დვალიძე ასოციაცია ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
61 ანი კიკონიშვილი თბილისი
62 ლაშა ნინიაშვილი სოციალური მუშაკი
63 რუსუდან ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
64 Ნათია ასანიძე Ამ ეტაპზე უმუშევარი
65 მარიამ ღლონტი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი
66 თამარ თევდორაშვილი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
67 მარიამ ობოლაშვილი კრიზისული ცენტრი
68 რომან აფაქიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
69 დიანა ბურდილაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგისტრანტი
70 მარიამ სანებლიძე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტო
71 მარიამ ქართველიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
72 მარიამ ხუნდაძე კრიზისული ცენტრი/ილიაუნი
73 ბარბარე დვალიშვილი მსახიობი
74 შორენა საძაგლიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
75 იანა არტემევა უმუშევარი
76 ნანა ლომჯარია უმუშევარი
77 ნანა ლომჯარია უმუშევარი
78 ირაკლი სულთანიშვილი პედაგოგი
79 ირაკლი სულთანიშვილი პედაგოგი
80 ანი ფაშაიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ პრაქტიკის ადგილი " სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო"
81 ნინო რეხვიაშვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
82 მაკა თედორაძე ილიას უნივერსიტეტი
83 ეკა მურადაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
84 ლილით ბადიშიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ს. განძა
85 ეკა ბედიანაშვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
86 ქეთევან ბერიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
87 ლალი ჩარკვიანი ააიპ "ინერ ჯორჯია"
88 ილია გურასპაულუ ილიაუნი
89 ბექა ასანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
90 ნინო ჭითანავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
91 მანანა ლაგაზიძე თსუ
92 თამარ საუთიევა თსუ - დოქტორანტი
93 მარიამ ციხელაშვილკ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი
94 მარიამ ციხელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი
95 ნათია მექვაბაური ასოციაცია "სოციალური ქოლგა"
96 ნონა ჩაჩანიძე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
97 ანა ხარჩილავა საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
98 თამარ კეპულაძე ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი
99 ნათია ხარაბაძე კერძო სექტორი, მარკეტერი
100 მაგდა მოდებაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
101. მარიამ ბარბაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
102. თამარ ივანიაძე N/A
103. მარიამ ღონღაძე კამილიელთა სამედიცინო ცენტრი
104. მართა სვანიძე ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის კურსდამთავრებული.
105. ხატია პაპიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
106. თამარ წიკლაური სსიპ მანდატურის სამსახური
107.ნანა გვაჩლიანი სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლი"
108.თეონა აბულაძე პრობაციის ეროვნული სააგენტო
109. მარიამ სირაძე სოციალური მუშაკი
110. ნინო ხუნძაკიშვილი ილიას უნივერსიტეტი
111.გიორგი მაჭარაშვილი ზრუნვის სააგენტო
2026