ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეხვედრა განათლების ექსპერტთან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან

ახალი ამბები

19 აპრილს არაბთა გაერთიანებული საემიროების განათლების ექსპერტი, ასილე ალ ამილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის განათლების მიმართულების პროფესორებს და დოქტორანტებს, ასევე, განათლების ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრის თემა იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხედვა ზოგადი განათლების მიზნებზე, ზოგადი განათლების სისტემის არქიტექტურა, მასწავლებელთა მომზადებისა დაგადამზადების სისტემები, ეროვნული კურიკულუმები, საერთაშორისო კვლევები და შეფასებები და სხვა.

მომხსენებლის შესახებ

ასილე ალ ამილი განათლების ლიდერობის და ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრია. მას დიდი გამოცდილება აქვს არაბთა გაერთიანებული საემიროების ბრიტანულსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან (CFBT, Brighton College, GMES Jumeriah schools, Alain English speaking school) თანამშრომლობის კურიკულუმების განვითარების, სწავლა-სწავლებისდა ადმინისტრირების მიმართულებით. ამჟამად ის კოლეგებთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია უცხოური ენის ფლობის დონის ამაღლება მოსწავლეებს შორის, მათიდახმარება ლოკალურ და საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებზე (GCSE, IGSCE, IB). ქალბატონი ასილე ალ ამილი მონაწილეობს რამდენიმე ფილანთროპიულ პროექტში, რომელთა მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაა.

ბანერები