ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სწავლებაში ჩართულ პირებს ეტაპობრივად სთავაზობს ტრენინგებს სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დასანერგად.

პირველი ტრენინგი გაიმართა თებერვლის დასაწყისში თემაზე: შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes). მას უძღვებოდნენ გიგა ხოსიტაშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი; არჩილ აბაშიძე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ელენე ჟურავლიოვა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბანერები