ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„შერეკილები“ – დიდი იდეების კონკურსი

ახალი ამბები

ზოგჯერ ქართველ ერს მეოცნებეს გვიწოდებენ. პრინციპში, თავის დროზე  რაღაც მიუწვდომელსა და გრანდიოზულზე რომ არ ეოცნებათ, არ იარსებებდა ყველა ის გამოგონება, რომლებიც ახლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ერთ დროს ზოგიერთ გამოგონებაზე ფიქრიც კი სიგიჟედ მიაჩნდათ.

ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა, გაგვიზიაროთ გაბედული და „დამანგრეველი ინოვაციის“ პოტენციალის მქონე კვლევები და ბიზნესიდეები. 

გიწვევთ, თუ:

  • ხართ მკვლევარი და აწარმოებთ კვლევას, რომელსაც  სამყაროს შეცვლა შეუძლია!

  • ხართ მეწარმე და გაქვთ იდეა, რომელსაც  სერიოზული პრობლემის გადაჭრა და ამით სამყარო უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია!

ფინალი და ჟიურის წევრები:

კონკურსს ეყოლება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ პრიზებს. თუმცა კონკურსანტებისთვის მნიშვნელოვანი   იქნება ჟიურის წინაშე წარდგომა, ჟიურის წევრები სილიკონის ველიდან (აშშ) ესტუმრებიან ჩვენს ღონისძიებას, ესენი იქნებიან:

  • Bill Reichert  ვენჩურული ფონდის Garage Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაცც ის Guy Kawaski-სთან ერთად დააფუძნა. იგი ასევე Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორია;

  • Ron Weisman ანგელოზ ინვესტორთა ვენჩურული ფონდის, Band of Angels-ის თავმჯდომარე. თავის დროზე Steve Jobs-თან ერთად მუშაობდა NEXT-ში;

  • Luke Kowalski Oracle-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, რომელიც უშუალოდ Larry Elison-თან მუშაობს;

  • Marvin Liao  ტოპ აქსელერატორ 500 Startups-ის პარტნიორი და მმართველი დირექტორი;

  • Jonathan Tower ვენჩურული ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელი. 

რეგისტრაცია:

თუ დაინტერესდი, დარეგისტრირდი საიტზე  - https://forms.gle/a7LGxP35h1u2Nqou8
ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ იდეის აღწერა და არგუმენტი, თუ რატომ არის თქვენი იდეა ასეთი მნიშვნელოვანი. საინვესტიციო პრეზენტაციის (pitch deck) გამოგზავნა არ არის საჭირო.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი. 

კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის 26 თებერვალს.  

ამ კონკურსისთვის არც ერთი იდეა არ იქნება „მეტისმეტად გიჟური“! არ ვაპირებთ, ყურადღება გავამახვილოთ ფინანსებსა და ბიზნესმოდელზე. ფინალში მოსახვედრად დაგჭირდებათ მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორ აპირებთ კონკურენციის მოგებას და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა.

იყავი „შერეკილი“ და დაუმტკიცე Peter Thiel-ს, რომ ის ცდება („ჩვენ გვინდოდა მფრინავი მანქანები და მივიღეთ შევსებული აპლიკაციის 140 სიტყვა“).

ღონისძიების ორგანიზატორები და დონორები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Startup Grind Tbilisi

  • აშშ-ის საელჩო საქართველოში

  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

შემოგვიერთდი და მიიღე მუდმივად განახლებული ინფორმაცია კონკურსის გვერდზე: http://bit.ly/394tFA2

ბანერები