ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)

ახალი ამბები

პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს. 

2019 წლის 18-21 თებერვბალს ისრაელში, გორდონის აკადემიურ კოლეჯში, კინერიტის უნივერსიტეტსა და სახნინის მასწავლებელთა განათლების კოლეჯში გაიმართა კონსორციუმის მესამე შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგი (TOT). შეხვედრაზე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ჩაატარა ტრენინგები შეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტების დანერგვაზე სასწავლო პროცესში.

შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სოფიკო ლობჟანიძე, ეკა ტყავაშვილი, მარიკა კირვალიშვილი და ირინა სამსონია.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით.

ბანერები