ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენცია: ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციაში: ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში

თბილისი, 19-20 ოქტომბერი, 2015

მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია.

მიიღება ინტერკულტურული/ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები.

კონფერენციის თემატური სესიებისთვის მიიღება მოხსენებები ლიტერატურის როლზე მონოკულტურულ ან მულტიკულტურულ საზოგადოებებში.

კონფერენციის პლენარული მომხსენებელია: კლაუს გ. რინი, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვაშინგტონი, აშშ.

კონფერენციის ორგანიზატორები: ბელა წიფურია, პაატა ჩხეიძე

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, 2015 წლის 30 სექტემბრამდე გამოგზავნოთ მოხსენების 200-სიტყვიანი აბსტრაქტი, 5 საკვანძო სიტყვის, აკადემიური ხარისხის, სამუშაო ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით ელექტრონულ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური

ბანერები