ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემინარი თემაზე: „საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მედიაპრეფერენციები და საინფორმაციო ველი“

ახალი ამბები

30 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტ DARE-ის ფორმატში გაიმართა სემინარი თემაზე: „საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მედიაპრეფერენციები და საინფორმაციო ველი“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კონსულტანტმა მერაბ ბასილაიამ დამსწრეთ გააცნო მედიის განვითარების ფონდის მედიაკვლევების შედეგები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ფოკუსჯგუფების ძირითადი მიგნებები.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან მოწვეული ექსპერტები.

გაიმართა დისკუსია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალი და ტრადიციული მედიის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე საინფორმაციო გარემოს გავლენის შესახებ სტუდენტთა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.

ბანერები