ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლის პროგრამაზე „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 10-17 ივნისს კიევსა და ოდესაში.

სკოლის მიზანია, სტუდენტებს გაუღრმავოს ცოდნა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტებისა და მშვიდობის პერსპექტივების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს ა მათი ცნობიერების ამაღლებას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და არსებული კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების შესახებ.

სკოლის მონაწილეებისთვის ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან: ნორვეგია, გერმანია, ყირგიზეთი, უკრაინა, საქართველო და სხვ.

სკოლა გაიმართება ტრომსოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, კიევის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ოდესის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანაორგანიზებით.

ვის შეუძლია სკოლაში მონაწილეობა:

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტს, რომელიც სათანადოდ ფლობს ინგლისურ ენას.

სკოლის ჩატარების პერიოდი: 10-17 ივნისი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.

სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 5 აპრილამდე უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები მითითებულ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  • მაქსიმუმ 1000-სიტყვიანი ესე, რომელიც ეხება რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს (ინგლისურ ენაზე).

გასაუბრება: შერჩევის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 10-12 აპრილის პერიოდში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები