ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

ახალი ამბები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ევროკავშირის პროექტის - „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ - ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში, 27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით აწყობს საზაფხულო სკოლას: „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“. პროექტი 2008 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. საზაფხულო სკოლის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს და მოიცავს ტესტირებასა და გასაუბრებას.
კონკურსზე რეგისტრაცია  დასრულებულია.
ტესტირება ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 ივლისს 18:00 საათზე და 12 ივლისს 12:00 საათზე.

შერჩეული კანდიდატები უზრუნველყოფილნი იქნებიან როგორც მგზავრობის, ისე საცხოვრებელი და კვების ხარჯებით. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის პროფესორებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ლექციებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

ბანერები