ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა: „ენობრივი განვითარება აუტიზმის მქონე ბავშვებში – გზა ჩართულობიდან ექსპრესიული ენის განვითარებამდე“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „კომუნიკაციისა და ენის დაუფლების ხელშეწყობა ბავშვებში“ – ფარგლებში აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას საზაფხულო სკოლაში: „ენობრივი განვითარება აუტიზმის მქონე ბავშვებში – გზა ჩართულობიდან ექსპრესიული ენის განვითარებამდე“.

საზაფხულო სკოლას გაუძღვება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კუინსის კოლეჯის ლინგვისტიკისა და კომუნიკაციური დარღვევების მიმართულების პროფესორი სიმა გერბერი, Ph.D., CCC.

საზაფხული სკოლა ჩატარდება 2018 წლის 16-დან 25 ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კურსის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აუტიზმის მქონე ბავშვების ენისა და კომუნიკაციის განვითარების თავისებურებები. ვიდეომაგალითებზე დაყრდნობით განიხილება ტიპური და აუტიზმის მქონე ბავშვების ენის შეფასების პარადიგმები და შეისწავლიან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციის მოდელებს.

საზაფხულო სკოლა წარიმართება ინგლისურ ენაზე, დამსწრეებს მოეთხოვებათ აქტიური ჩართულობა.

კურსზე დასწრების მსურველებმა სამოტივაციო წერილი და მოკლე ბიოგრაფია 2018 წლის 30 მარტამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tamunasaginadze@yahoo.com.

კანდიდატთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის, ასევე ადრეული ჩარევის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებს.

ბანერები