საშემოდგომო ბანაკი "Building Bridges in the South Caucasus"
31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოქმედი DAAD-ის ლექტორთა ორგანიზებით თბილისში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საშემოდგომო ბანაკი "Building Bridges in the South Caucasus".
ბანაკი გააერთიანებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტუდენტებს.
მონაწილემ უნდა იცოდეს გერმანული ენა მინიმუმ B1 დონეზე და აინტერესებდეს თემები: დიალოგი და მდგრადი განვითარება.
ინტერაქტიურ სემინარებსა და ექსკურსიებზე მონაწილეები ერთობლივად იმუშავებენ რეგიონული განვითარების ხედვებზე. ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერითა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდების გამოყენებით სტუდენტები განივითარებენ პიროვნულ უნარებს განსაკუთრებით კომუნიკაციისა და დიალოგის წარმართვის მიმართულებით.
ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, კვებითა და პროგრამის ხარჯებით, ასევე ანაზღაურდება მოგზაურობის ხარჯები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
განაცხადები უნდა გაიგზავნოს მისამართზე: tbilissi.btu@daad-lektorat.de
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/Vdpo3
2025