ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში -რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს, რომელიც განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი) ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან. 

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ინტეგრირებულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ კომპონენტთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

შეისწავლება შემდეგი მოდულები:

I მოდული
SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი

II მოდული
ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს, რაც გადანაწილდება 3 კვირის განმავლობაში (14.02.15-01.03.15). მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.

ღირებულება: 350 ლარი 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და CV-ისთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pprtc@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 4 თებერვალი, 18:00 საათი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ელფოსტა: pprtc@iliauni.edu.ge 
www.pprtc.iliauni.edu.ge


უწყვეტი განათლების დეპარტამენტი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 208
თბილისი 0162, საქართველო
ტელ: (+995) 32 2 23 10 57
ელფოსტა: continuing-education@iliauni.edu.ge 
www.iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები