ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი: სასტუმროს მენეჯმენტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე სასტუმროს მენეჯმენტი.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია, კურსდამთავრებულებს თეორიულ ცოდნასთან ერთად  განუვითაროს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ, წარმატებით განახორციელონ საქმიანობა სასტუმრო ბიზნესის სფეროში.

პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

  • სასტუმროთა სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია;
  • სასტუმროს პოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიის ფორმულირება;
  • ლიდერობა და ხელმძღვანელობის სტილი. სასტუმროს მენეჯერის მართვის მიდგომები;
  • მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები;
  • სასტუმროს რეზერვაციის სისტემა;
  • სტუმრის რეგისტრაცია, კონტროლი;
  • აუდიტის მომზადება და კონტროლი;
  • კვებისა და სასმელების განყოფილების ფუნქციები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციონირება;
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა სასტუმროებში;
  • სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების განყოფილების ფუნქციები.

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი,  რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე  (დატვირთვა: კვირაში ორ დღე).

კურსის პრაქტიკულ ნაწილში წარმატებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ სასტუმროში.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინპლატფორმის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.

არსებული პროგრამა გათვალისწინებულია როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სწავლის საფასური: 800 ლარი 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: tourism.centre@iliauni.edu.ge
T: 557 68 78 17 ქეთევანი მერებაშვილი
599 70 64 61 გიორგი ქემერტელიძე


სწრაფი ბმულები: 

2022 წელი
ბანერები