ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი (33)

ახალი ამბები

გაგაცნობთ ილიაუნის ფუტსალის გუნდის მოთამაშე საბა მაჩიტიძეს, რომელიც საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და 33 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

საბა ჩვენს გუნდს 2019 წელს შეუერთდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა. წლევანდელი სეზონიდან აღსანიშნავია არმიის წინააღმდეგ გამართული საჩემპიონო სერიის მეორე მატჩი, რომელშიც საბამ სამი ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო და ილიაუნი 2-ს ტიტულის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.

10 ივლისს გამართული ფინალის შემდეგ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს. მისი დასრულების შემდეგ საბამ სეზონი შეაჯამა, აღნიშნა, რომ გუნდმა მთელი ჩემპიონატი კარგად ჩაატარა, რაზეც მეტყველებს რეგულარული სეზონის პირველ ადგილით დასრულებაც. მისი აზრით, მწვრთნელის დავალებათა შესრულებამ და ბიჭების მოტივაციამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და სიხარულია ერთდროულად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება და ბომბარდირობა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. კარგი და სანახაობრივი სეზონი გამოვიდა, ამისთვის მადლობელი ვარ“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდმა ფინალურ სერიაში არმია დაამარცხა და ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა.

ფოტო: sbm.ge

2021 წელი

ბანერები