ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამართლის სკოლის საზაფხულო სკოლა დასრულდა

ახალი ამბები

დასრულდა რიგით მე-12 საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში”, რომელიც თბილისსა და სტეფანწმინდაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა. 

აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც ჰარვარდის, ნორთვესტერნის, სასექსის უნივერსიტეტების ლექტორებთან ერთად ქართველი და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

საზაფხულო სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და  საქართველოს ღია საზოგადობის ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური  მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ბანერები