ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით

29 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორიაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრის თემაა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში.

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 12 ოქტომბერს და გაგრძელდება 8 ნოემბრამდე.

საინფორმაციო შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და პასუხს თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.

გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 29 ოქტომბერ, 18:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

ბანერები