ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ნევროლოგიური დაავადებები და თანმხლები პათოლოგიები - მკურნალობის და რეაბილიტაციის თანამედროვე სტრატეგიები

ახალი ამბები

11 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ეპილეფსიის ცენტრის დირექტორის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მერაბ კოკაიას, ორგანიზებით, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. 

კონფერენციის თემაა: „ნევროლოგიური დაავადებები და თანმხლები პათოლოგიები - მკურნალობის და რეაბილიტაციის თანამედროვე სტრატეგიები“. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, აშშ-დან, ფინეთიდან და შვედეთიდან. წარმოდგენილი იქნება 3 სესია:

  • ქალატვინის ტრავმა და თანმხლები პათოლოგიები;
  • დეპრესიები და თანმხლები პათოლოგიები;
  • ეპილეფსია და თანმხლები პათოლოგიები.

კონფერენცია ტარდება ფარმაკოლოგიური კომპანიის - „World Medicine in Georgia“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით. 

დრო11 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ.წერეთლის ქ. N1)

 
ბანერები