ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო პროექტ EfxINNOs-ის სამუშაო შეხვედრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

15-17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო პროექტის – EfxINNOs (Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin) – სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა:

  • შიდა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის სხდომა;
  • შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან);
  • მასტერკლასი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

საქართველოდან შეხვედრებს აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელზეც პარტნიორი ქვეყნების სამეცნიერო კოორდინატორებმა პროექტის პირველადი კვლევის შედეგები შეაჯამეს.

მასტერკლასზე ახალგაზრდა მკვლევრები ღია კონკურსის წესით შეარჩიეს. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი უნივერსიტეტების, ისე სტამბოლის ტექნიკური, თრაკიის დემოკრიტესა და სალონიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. პროექტის მონაწილე მხარეებმა და ორგანიზაციებმა აქტიური წვლილი შეიტანეს თითოეულ სესიაში — გამართეს პრეზენტაციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

პროექტ EfxINNOs-ის უმთავრესი მისია შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და საზღვაო მონიტორინგის ინოვაციური ტექნოლოგიების ტრანსფერის ქსელის ჩამოყალიბებაა. ინიციატივაში საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონულ ინტეგრაციასა და საზღვაო სექტორში თანამედროვე ინოვაციების დანერგვას.

პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის, რადგან ის ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში აერთიანებს სამეცნიერო პროგრესს, საგანმანათლებლო კომპონენტებსა და თანამედროვე გარემოსდაცვით მიდგომებს.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამის “Interreg NEXT Black Sea Basin” ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მისი ჯამური ბიუჯეტი 1 643 648.40 ევროს შეადგენს.

2026

ბანერები