ახალი ამბები
24 აპრილი, 2026
ახალი ამბები
24 აპრილი, 2026
ახალი ამბები
23 აპრილი, 2026
პროექტი უნიკურსი: მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე
ახალი ამბები
კიბერლაბორატორია „უნილაბი“ იწყებს პროექტ „უნიკურსის“ ახალ ეტაპს და მსურველებს გაზაფხულის სასწავლო ნაკადში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
„უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებს სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო კურსებს სთავაზობს.
კურსის სწავლების ჰიბრიდული მოდელი საშუალებას იძლევა გაერთიანდეს როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული სწავლების მეთოდები.
სტუდენტებს შეუძლიათ:
- მოუსმინონ ვიდეოლექციებს ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველი გრაფიკით;
- ისარგებლონ მუდმივი უკუკავშირით და დასვან კითხვები Google Classroom-ის მეშვეობით ლექტორებსა და მენტორებთან;
- კურსის ხელმძღვანელთან ერთად იმუშაონ შემაჯამებელ ვორკშოპებზე და შექმნან საკუთარი სადებიუტო ციფრული პროდუქტი.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
„უნიკურსის“ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.
პროექტით შემოთავაზებული კურსები:
- ციფრული კომუნიკაციები
- ციფრული პროექტების მართვა
- გრაფიკული დიზაინი
- ინტერფეისის დიზაინი
- Front-End დეველოპმენტი
- Python-ით დაპროგრამება
- Front End (JavaScript)
პროექტის ძირითადი ეტაპები:
- I ეტაპი – რეგისტრაცია: პროექტზე ცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები ავსებენ სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას;
- II ეტაპი – სწავლება: შერჩეული აპლიკანტებისთვის ტარდება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა, რომელზეც ისინი დეტალურად გაეცნობიან კურსის სპეციფიკასა და Google Classroom-ის მუშაობის პრინციპებს, რის შემდეგაც მათთვის გაიხსნება წვდომა ლექციებსა და დავალებებზე;
- III ეტაპი – ვორკშოპი: „უნილაბი“ უმასპინძლებს შემაჯამებელ ჰიბრიდულ ვორკშოპს, რომელზე დასწრებაც შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, აუდიტორიაში, ისე დისტანციურად.
პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი სასურველი მიმართულება და შეავსონ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა.
- განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 5 მაისი, 23:59 საათი
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელფოსტა: infounilab@iliauni.edu.ge
- ვებგვერდი: unilab.iliauni.edu.ge
- Facebook: facebook.com/UniLabEdu
2026