ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული სივრცე“

ღონისძიებები

2018 წლის 25-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნირო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული სივრცე".

შედარებითი ლიტერატურის მოწოდებაა, გათავისუფლდეს ეროვნული ნიშნით დაყოფისაგან, მაგრამ მან ეს ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ იტვირთა. საწყის ეტაპზე ის იცავდა და ადარებდა ეროვნული ლიტერატურული ტრადიციებისაგან შედგენილ ერთობლიობებს, რომლებიც ერთმანეთისგან ენებით იყო გამოყოფილი. მხოლოდ მეორე ეტაპზე, ახლახანს, გათავისუფლდა ამ შეზღუდვებისგან და უფრო მეტად დაინტერესდა ფორმებისა და იდეების ცირკულაციითა და გადაცემით. ერთგვარი ტრანსნაციონალური პერსპექტივა, რომელიც, დაეყრდნობა რა ახალ მეთოდოლოგიას, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს, თუ დაისახავს პოსტ-ტრანსნაციონალურ მიზანს.

ამ განახლების ცნებით ინსტრუმენტებს შორის ფიგურირებს „ლიტერატურული სივრცის“ კონცეპტი, რომელიც შთაგონებულია დეტერიტორიალიზაციის დელეზისეული ნააზრევითა და ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა ნაშრომით (კერძოდ, Emily Apter, The Translation Zone, Princeton University Press, 2006 et Bernard Westphal, La géocritique. Réel, fiction, espace, Paris, Minuit, 2007).

ლიტერატურული სივრცე, რომელიც მოიაზრება გეოგრაფიისა და ისტორიის გადაკვეთაზე, მოიცავს მრავალ ლიტერატურასა და მრავალ ენას რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე, რომლებსაც ერთმანეთთან აახლოებს განხილული თემების, გადმოცემული დისკურსებისა თუ გამოყენებული ფორმების გაზიარება. ამის მაგალითებს გვთავაზობს კარიბი, ხმელთაშუაზღვა თუ ბალკანები, რომელთაგან პირველმა ორმა უკვე ისარგებლა ამ სახის ხედვით. შავი ზღვა და მისი აუზის ექვსი ქვეყანა (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი), მისი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, მისი კულტურული მრავალფეროვნება და მისი ისტორია, რომელიც ანტიკური ხანიდან იწყება, სანიმუშო შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ ჩვენ ის ამ პერსპექტივაში შევისწავლოთ.

კვლევის პირველი ეტაპი იქნება საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის ოქტომბერში.

მოხსენებები შეეხება ინტერდისციპლინურ კვლევას დიაქრონიასა და სინქრონიაში შემდეგი მიმართულებებით:

I. შავი ზღვის რეპრეზენტაცია ეროვნული იდენტობების კულტურულ და ლიტერატურულ ჩამოყალიბებაში

  • იდენტურობების პრობლემატიკა;
  • მემკვიდრეობების, მეხსიერებების, რწმენების და რელიგიების გამოყენება;
  • ინტერკულტურულობის ფენომენები;
  • ლინგვისტური კონტაქტები, ენების ცირკულაცია – ფოლკლორი: პოეზია, სიმღერა, მუსიკა და ცეკვა.

II. ლიტერატურების წარმოშობა

  • ლეგენდარულისა და ბერძნულ-რომაული მითოლოგიის გადმოცემა; ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის გავლენა
  • ლიტერატურული კულტურა ანტიკური ხანიდან დღემდე;
  • პირველი ეროვნული ლიტერატურები;
  • პოსტკოლონიური მიდგომები.

III.  სივრცობრიობა შავი ზღვა და ევროპა

  • შავი ზღვა და აზია;
  • აგრარული საზოგადოება და ურბანული საზოგადოება;
  • სივრცის აღმნიშვნელი ლიტერატურულ რეალობაში;
  • სივრცის რეპრეზენტაციის ინტერმედიალური მიდგომები.

შესაძლებელია სხვა თემების დამატება, რომლებიც შავი ზღვის ლიტერატურულ სივრცეს ინტერდისციპლინურ ჭრილში შეისწავლის.

მოხსენებების ენები: ქართული, ფრანგული, ინგლისური

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 30 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ 300- სიტყვიანი თეზისები შემდეგ მისამართებზე:

mzarodok@yahoo.fr mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge – მზაღო დოხტურიშვილი

atinati_mamatsashvili@iliauni.edu.ge – ათინათი მამაცაშვილი

bela_tsipuria@iliauni.edu.ge – ბელა წიფურია

alexis.nuselovici@univ-amu.fr – ალექსი ნუსელოვიჩი

თეზისებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  •  სამოქალაქო სტატუსი (ბატონი, ქალბატონი);
  • აკადემიური სტატუსი: (პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, დოქტორანტი);
  •  სახელი, გვარი;
  • დაწესებულება;
  •  საფოსტო მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  •  ელექტრონული მისამართი;
  • მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა);
  • მოხსენების თეზისები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 300 სიტყვა) საკვანძო სიტყვებითურთ.

მოხსენებას შეარჩევს სამეცნიერო კომიტეტი ორი ანონიმური ექსპერტის შეფასების შემდეგ.

კალენდარი:

მოხსენების თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აპრილი.

სამეცნიერო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 ივნისი

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2018 წლის 25 სექტემბერს.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალექსი ნუსელოვიჩი – ექსი-მარსელის უნივერსიტეტი, მზაღო დოხტურიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტი: ნინო აბაკელია, მზაღო დოხტურიშვილი, ათინათი მამაცაშვილი, ალექსი ნუსელოვიჩი, ინგა ღუტიძე, ბელა წიფურია, მანანა ჯავახიშვილი

სამეცნიერო კომიტეტი: ნინო აბაკელია, ზაალ ანდრონიკაშვილი, ბეატრის გონზალესი-ნუსელოვიჩი, ჟერარ დედეიანი, მზაღო დოხტურიშვილი, თამარ ლომიძე, ათინათი მამაცაშვილი, ალექსი ნუსელოვიჩი, ირმა რატიანი, ნინო ფირცხალავა, პაატა ჩხეიძე, ინგა ღუტიძე, ბელა წიფურია, გრიგოლ ჯოხაძე.

ბანერები