ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია ისრაელში: განათლება 21-ე საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და გლობალური მოქალაქეობა

გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯი (Gordon Academic College of Education – GACE), საერთაშორისო ევროკომისიის ტემპუსის პროექტთან - DOIT - პარტნიორობით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: განათლება 21-ე საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და გლობალური მოქალაქეობა

 კონფერენციის თემატიკა მოიცავს:

  • იდენტობა მულტიკულტურულ გარემოში: იდენტობის აგება; იდენტობის განზომილებები (ენა, რელიგია, კულტურა, გენდერი და სხვ.)
  • პედაგოგიური მიდგომები მულტიკულტურულ საკლასო ოთახში: პედაგოგიური სტრატეგიები და ინსტრუმენტები; ადგილობრივი კულტურა; ეთნიკური და უმცირესობათა ჯგუფები; პედაგოგიკის კრიტიკული როლი.
  • ბავშვთა უფლებები 21-ე საუკუნეში: ბავშვთა უფლებების ხელშემწყობი მიდგომები და მასწავლებლის, როგორც სოციალური აგენტის, როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში.
  • გლობალური მოქალაქეობა: კრიტიკული აზროვნება; სოციალური სამართლიანობა და საზოგადოებრივი მოძრაობა; ძალთა ურთიერთობა და სოციალური ცვლილება განათლების გზით.

კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისამდე გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯში ქალაქ ჰაიფაში, ისრაელში

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები