ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში“

ახალი ამბები

ქართულ-ნორვეგიული  კანონის  უზენაესობის  ასოციაცია  ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით 2018 წლის 25 მაისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით  –  გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში“.

კონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, რომლის მეშვეობით  დაინტერესებული მხარეები შედარებითი ანალიზის გზით შეძლებენ, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთან კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები