საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-8 ნაკადს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები და კურსდამთავრებულები 3-თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის შესახებ.
რეგისტრაცია იწარმოებს 1-დან 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, F105 ოთახი, ჩოლოყაშვილის №3/5.
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
- კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა არაუმეტეს ორი წლის წინ.
პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://stajireba.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: 2197755