ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო ლექციათა ციკლი „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე"

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა ციკლს „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე".

კურსს გაუძღვება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო.

ლექციათა სერია დაიწყება 25 მაისს. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს უკრაინის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, აჩვენოს, როგორ ვითარდებოდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები პრეზიდენტების – კრავჩუკის, კუჩმას, იუშჩენკოს, იანუკოვიჩის, პოროშენკოსა და ზელენსკის – მმართველობის პერიოდში.

მსმენელები გაეცნობიან უკრაინის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესს, მის გამოწვევებს, ძირითადი საგარეო პოლიტიკის განხორციელების სქემებს, მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ ყალიბდება და ვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები აშშ-თან, რუსეთსა და პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებსა და რუსული დიპლომატიის გავლენას უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციათა ციკლის შედეგად მონაწილეები უკეთ შეძლებენ იმ საერთაშორისო კონტექსტის გააზრებას, რომელშიც დღეს უკრაინა აღიქვამს საკუთარ თავს, რა მოვლენები მოხდა და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორ და რატომ ტრანსფორმირდა უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

ლექციების განრიგი:

ლექციათა ციკლი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. მსმენელს საშუალება ექნება ლექციებს დაესწროს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად Zoom პლატფორმის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

ლექციებზე წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 22 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3sFQKp4

2022 წელი

ბანერები