ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო ლექცია „SOPLIDAN.GE – ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად"

ახალი ამბები

18 ნოემბერს  გლობალური მეწარმეობის კვირეულისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია.

საჯარო ლექციის თემატიკა მიმართული იყო ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ლექციაზე მოწვეული იყო სტარტაპ Soplidan.ge-ს თანადამფუძნებელი ნათია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ისაუბრა არსებული პრობლემების მარტივი და ინოვაციური ხერხებით მოგვარების გზებსა და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-4 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ლექცია გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები